თბილისი (GBC) - საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) 2025 წლის მდგრადი დაფინანსების ანგარიშის თანახმად, საქართველოს ბანკი მწვანე დაფინანსების მიმართულებით ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.
2024 წლის ბოლოს, ტაქსონომიის შესაბამისი მწვანე პორტფელის მთლიანმა მოცულობამ დაახლოებით ₾1.5 მლრდ შეადგინა, სადაც საქართველოს ბანკის წილი 68%, ანუ ₾1,02 მლნ-ია.
საქართველოს ბანკი ასევე წამყვან პოზიციააზეა 2024 წლის განმავლობაში ტაქსონომიასთან შესაბამისი ახალი მწვანე საფინანსო პროდუქტების გაცემის მიხედვითაც. ამ პერიოდში გაცემული მწვანე დაფინანსების 55% სწორედ საქართველოს ბანკის მიერ მოხდა.
“მწვანე სესხების იდენტიფიკაციისა და ანგარიშგების პროცესი საქართველოს ბანკში მაღალი სტანდარტებით ხორციელდება. ჩვენ ვახდენთ ყველა პროექტის დეტალურ შესწავლას ეროვნული ბანკის მწვანე ტაქსონომიის კრიტერიუმებთან შესაბამისობის დასადგენად. ბანკის მზარდი მწვანე პორტფელი დღეს აერთიანებს პროექტებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა განახლებადი ენერგია, მდგრადი მშენებლობა, კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა, ეკო/ბიო პროდუქტის წარმოება და სხვა. თითოეული ეს პროექტი არის რეალური ნაბიჯი ქვეყნის მდგრადი მომავლისკენ, რომელშიც საქართველოს ბანკი როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს”, - განაცხადა ნინო თავაძემ, საქართველოს ბანკის მწვანე და კლიმატის დაფინანსების პორტფელის მენეჯერმა.
„2024 წლის შედეგები ნათლად ადასტურებს საქართველოს ბანკის სტრატეგიულ ერთგულებას მდგრადობის მიმართ და ჩვენს მნიშვნელოვან როლს ქვეყნის მწვანე ეკონომიკის განვითარებაში. 2023 წელს ჩვენ მიზნად დავისახეთ, 2024 წლისთვის მწვანე პორტფელის 875 მილიონ ლარამდე გაზრდა, თუმცა რეალურმა მაჩვენებელმა 1,024 მილიონს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 36.3%-იანი ზრდაა. მდგრადი დაფინანსება ჩვენი ESG სტრატეგიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, აღნიშნული მიღწევები და ჩვენი ლიდერისპოზიცია კი ადასტურებს, რომ ამ სტრატეგიის განხორციელება წარმატებით მიმდინარეობს. შესაბამისად, ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად განვაგრძობთ ბიზნესების მწვანე ტრანსფორმაციის ხელშეწყობას”, - განაცხადა ანა ოსაძემ, საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელმა.
მწვანე ტაქსონომია, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2022 წელს გამოქვეყნდა, ოფიციალურად განმარტავს ისეთ აქტივობებს, რომლებიც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევასა და მხარს უჭერს ქვეყნის მდგრად განვითარებას. 2023 წლიდან ყველა ბანკი ვალდებულია მწვანე დაფინანსების ანგარიშგება მოახდინონ ქვეყანაში არსებული მწვანე კლასიფიკაციის სისტემის/ტაქსონომიის მიხედვით.
(R)