თბილისი (GBC) - გალტ & თაგარტის 20–24 აპრილის კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი შემცირდა. მიუხედავად ყოველკვირეული კლებისა, რომელიც ყველაზე მკვეთრად TBCG LN-ის (-5.98%) შემთხვევაში დაფიქსირდა, სამივე კომპანია გასულ თვესთან შედარებით ორნიშნა ზრდის მაჩვენებელს ინარჩუნებს.

კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 110.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.83% წინა კვირასთან შედარებით და +17.07% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 235 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 110.10 - 116.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 72 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 48.70 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -5.98% წინა კვირასთან შედარებით და +17.63% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 139 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 48.60 - 51.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 64 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 40.65 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.37% წინა კვირასთან შედარებით და +14.03% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 421 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 40.10 - 41.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 65 ათასი აქცია შეადგინა.