თბილისი (GBC) - შპს "ჭავჭავაძის 64ბ" (რედიქსი) 3 მლნ ევროს 2- წლიანი ობლიგაციების ემისიაზე აცხადებს. ნომინალი 1 000 ევროა.
ობლიგაციების (არასუბორდინირებულ, არაუზრუნველყოფილი ვალდებულებები) საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება მისი ნომინალური ღირებულებიდან და შეადგენს საორიენტაციოდ წლიურად 7.25% - 7.75%-ს . (წყარო: ბიზნესპარტნიორი)
განთავსების საკომისიო არ აღემატება განთავსებული ობლიგაციების [1.5]%-ს. საკომისიოს სრულად ფარავს
ემიტენტი და ინვესტორებზე არ იქნება დაკისრებული არანაირი ხარჯი.
€3 მლნ €20 მილიონიანი ემისიის ნაწილია, რომლის პროსპექტით გათვალისწინებულია რამდენიმე შეთავაზება. 22 აგვისტოს განთავსდება $10 მილიონიანი ემისიაც.
| ვალუტა | € | |
| ნომინალი | €1 000 | |
| განაკვეთი (%) | 7.25-7.75 | |
| რაოდენობა | 3 000 | |
| ღირებულება | 3 მლნ | |
| დაფარვის თარიღი | 22.08.2026 |
წყარო: ემიტენტი
ჭავჭავაძის 64ბ მოიცავს თბილისში, ჭავჭავაძეზე ბიზნეს ცენტრს, რომლის ძირითადი საქმიანობაა იჯარით გასცეს თავისივე საკუთრებაში არსებული საოფისე და კომერციული სივრცეები (19 სართულიან A კლასის1 ბიზნეს ცენტრი) 2023 წელს (აუდიტირებული ანგარიშით) იჯარიდან 8 მლნ-მდე ლარის შემოსავალი აქვს მიღებული და 10 მილიონამდე წმინდა მოგება.

კომპანიის მთავარი მომხმარებლები არიან საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიები, დიპლომატიური კორპუსები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები.

2024 წლის აპრილში ემიტენტის ვალიანობის შემცირების მიზნით კაპიტალი 7,2 მლნ ლარით შეივსო. შედეგად ემიტენტმა დაფარა საბანკო სესხის ნაწილი. შედეგად, ჯამური სასესხო ვალდებულებები 01.01.2024-თან შედარებით 9.6 მლნ ლარამდე შემცირდა.
საბრუნავი კაპიტალი (მოკლევადიან აქტივებს მინუს მოკლევადიანი ვალდებულებები) შეადგენს მინუს 23,561 მლნ ლარს. უარყოფითი საბრუნავი კაპიტალი ძირითადად განპირობებულია 2023 წლის ბოლოს 17.8 მლნ ლარის მეზანინის სესხების არსებობით, რომლის გადახდის ვადაც 2024 წელია.
განთავსებიდან მიღებული სახსრები აბანკო ვალდებულებების რეფინანსირებას მოხმარდება. არის ალბათობა, რომ ობლიგაციების ნაწილს შეიძენს თიბისი, რომელიც აფილირებულია განთავსების აგენტ 1-თან (განთავსების აგენტი 1 სს 39 „თიბისი ბანკის“ პირდაპირი შვილობილი კომპანიაა). ამავდროულად, განთავსების აგენტ 1-ს და სს
„თიბისი ბანკის“ კორპორაციული დაკრედიტების მიმართულებას (რომელშიც შედის როგორც კორპორაციული სესხების გაცემა, ისე ობლიგაციებში ინვესტირება) საერთო მენეჯმენტი მართავს.
შესაძლო ინტერესთან კონფლიქტს ემიტენტი გამორიცხავს. მინიმუმამდეა დაყვანილი, რადგან განთავსების აგენტი 1 აცხადებს და ადასტურებს, რომ სს „თიბისი ბანკს“ მოექცევა როგორც ერთ-ერთ ინვესტორს, თანასწორობის და თანაბარუფლებიანობის საწყისებზე.
ემიტენტის 100%-იანი წილის მფლობელია საქართველოში რეგისტრირებული შპს "ბიზნეს ცენტრი ვაჟაზე", რომელსაც ლაშა და სულხან პაპაშვილები ფლობენ.
