თბილისი (GBC) – სავალუტო დაკრედიტების მორიგ გამკაცრებას სებ-ი დოლარიზაციის საფრთხეებით ხსნის.
ზღვრის 0.5 მლნ-მდე გაზრდის , ფსკ-ს გადაწყვეტილებაზე, ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მარეგულირებელს სხვა ინსტრუმენტები არ გამოუყენებია. კონტრციიკლური ბუფერი 0.25% დარჩა. თუმცა სარეზერვო მოთხოვნა კიდევ 5%-ით გაიზარდა და 10-25%-ია.
დავით უტიაშვილმა თქვა, რომ საფინანსო სექტორი მდგრადი, კაპიტალიზებული, ლიკვიდური და სტაბილურად მომგებიანია.
სავალუტო სესხზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვას წელს რამდენიმე რაუნდი დასჭირდა. 200 000, ჯერ 300 000-მდე, მალევე 400 000-მდე და ბოლოს 500 000- მდე გაიზარდა.
რეგულატორის ეს ნაბიჯი, წლიურად, სავალუტო სესხების გაცემებს $100 მლნ-ზე მეტით შეამცირებს. წინა აწევა $150 მილიონიან კლებაზე იყო გათვლილი, წინის წინა $180 მლნ-ზე.
უტიაშვილმა ასევე ახსნა უცხოურ ვალუტაში მოზიდულ სახსრებზე სარეზერვო ნორმის გამკაცრება. სექტემბერ-ოქტომბერში კომპანიებმა და ფიზიკურმა პირებმა მიმდინარე ანგარიშების ნაწილი ლარიდან უცხოურ ვალუტაში გადაიტანა, რაც წინასაარჩევნო მღელვარებით აიხსნება, რომ კურსი შეიძლება გაუფასურებულიყო.
უტიაშვილის თქმით, პრაქტიკაში, მიმდინარე ანგარიშებზე უცხოური ვალუტის მეტი ლიკვიდობა დაგროვდა. ეს საფრთხეს ქმნიდა, რომ ბანკებს დამატებით მოტივაციას გაუჩენდა, აღნიშნული თანხები უცხოური ვალუტის სესხების სახით გაეცათ, რაც დოლარიზაციას გაზრდიდა.