თბილისი (GBC) -  სავალუტო იპოთეკის განაკვეთმა მოიმატა, 0.3პ.პ.-ით, აპრილის 0.1პ.პ.-იანი კლების შემდეგ. სებ-ის თვის მიმოხილვით, უცხოურ ვალუტაში იპოთეკური სესხის პროცენტი 8%-დან განისაზღვრება. 

მაისში სავალუტო სესხების მატების ხარჯზე დაკრედიტების ტემპი აჩქარდა 14.2%-მდე (Y.Y). მ.შ.სავალუტო დაკრედიტების ზრდა წლიურად 14%-მდეა აჩქარებული, სალარე 0.5პ.პ.-ით შემცირებული.

სებ-ის ინფორმაციით, მატებაში დიდი წვლილი იპოთეკურ და ბიზნესის სესხებს მიუძღვის (გაზრდილია, შესაბამისად, 2.7%–მდე და 6.7%-მდე).

ბანკების პორტფელში იპოთეკური სესხები 14 მლრდ ლარს აღემატება. მ.შ. 9.9 მლრდ ლარამდეა ადგილობრივ ვალუტაში, 4.2 მლრდ  ლარამდე ეკვივალენტი კი უცხოურში.