თბილისი (GBC) – აზერბაიჯანი იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, რომლებიც 2026 წლის 14–15 დეკემბერს მაიამიში დაგეგმილ G20-ის სამიტზე არიან მიწვეული. ინფორმაცია ამის შესახებ G20-ში აშშ-ის თავმჯდომარეობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სამიტზე მიწვეულ ქვეყნებს შორის ასევე არიან ყაზახეთი უზბეკეთი, ფინეთი, ირლანდია, ნიდერლანდები, ნორვეგია, კატარი, სინგაპური, ესპანეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

2025 წელს G20-ის სამიტი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ იოჰანესბურგში გაიმართა.