თბილისი (GBC) - სებ-ის სტატისტიკით, იანვარში ნაღდ ფულზე მოთხოვნა 333 მლნ-ით შემცირდა (დეკემბრის 345 მლნ-იანი ზრდის შემდეგ) და
1 თებერვლისთვის მიმოქცევაში ლარის მოცულობა 6.3 მლრდ - მდეა (01.01.2025 – 6.617 მლრდ)
დეკემბერში თითქმის ამავე მოცულობით მატება აღინიშნა, სებ-ის დეკემბრის „თებერვლის მიმოხილვით“, დეკემბერში ფართო ფულის (M3) მოცულობა თვიურად 1,569.4 მლნ ლარით გაიზარდა. სარეზერვო ფულის მოცულობა 226.5 მლნ ლარით (3.0%) 7.3 მლრდ -მდე შემცირდა.
$ 66.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა საბანკო სისტემაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით, ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა. BMatch -ზე წმინდა შესყიდვებია, $ 28.6 მლნ .
სებ-ის ინფორმაციით, მთლიანობაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით , სავალუტო ინტერვენციებით და BMatch მექანიზმით, წმინდა უცხოური აქტივები $ 37.5 მლნ-ით შემცირდა. საბანკო სისტემას 700 მლნ-ის ლიკვიდობა მოაკლდა. იანვარში მიემატა, 120 მილიონით.
მთლინობაში იანვარში მატებაა 100 მლნ-ზე მეტით. მ.შ, რეფინანსირების სესხებით, 50 მლნ-ის. ერთდღიანი სესხები ნაშთი კი 350 მლნ-ით, 1.4 მლრდ -მდეა შემცირებული . (ამ არხით სისტემის ლიკვიდობა დეკემბერშიც შემცირდა, -450 მლნ ლარით).
01.02.2025-ისთვის ერთდღიანი სესხების ნაშთი 1.445 მლრდ ლარია, რეფინანსირების სესხების, ₾4.5 მლრდ და ერთთვიანის ₾750 მლნ.
|
სებ-ის წილი სავალუტო ვაჭრობაში |
Bmatch-ზე შესყიდვები (გაყიდვები) |
დეკემბერი |
0.7% |
$28.6 მლნ |
ნოემბერი |
14.7% |
$124.5 მლნ |
ოქტომბერი |
14.7% |
($591.1) მლნ |
სექტემბერი |
3.2% |
($106.5) მლნ |
აგვისტო |
1.2% |
$41 მლნ |
ივლისი |
0.1% |
$1.9 მლნ |
ივნისი |
3.3% |
($42 მლნ) |
მაისი |
3.7% |
($9.1 მლნ) |
აპრილი |
2.3% |
$73.1 მლნ |
მარტი |
4.3% |
$127,9 მლნ |
თებერვალი |
3.0% |
$77.5 მლნ |
იანვარი |
0.3% |
$8.1 მლნ |
წყარო: სებ-ი &BRG