თბილისი (GBC) - სგს (სესხის გამცემის სუბიექტი) "ავტო კაპიტალი"დაჯარიმდა.
სებ-მა 5 000 ლარიანი ჯარიმა ფინანსური მონიტორინგის სამსახურში პირველადი აღრიცხვის ფორმის დაგვიანებით წარდგენისთვის გამოუწერა.
მაგრამ ეს ამას წინათ კი არა, 5 წლის წინათ იყო. შპს-ს (100%-იანი მესაკუთრე ნაუმი მშვენიერაძე, დირექტორი პაატა ხუჯაძე) საქმიანობა სებ-ის კანონით გაწერილი, ფმს-ის ხელმძღვანელის შესაბამისი ბრძანების ამოქმედებამდე ჰქონდა დაწყებული.
აღნიშნული სებ-ის პრეზიდენტის №218/04 ბრძანებით დამტკიცებული „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 5 000 ლარით.