თბილისი (GBC) - სავალუტო ბაზარზე ხელსაყრელი ვითარებამ სებ-ს საერთაშორისო რეზერვების შევსების შესაძლებლობა მისცა. სექტემბერში ცენტრალური ბანკის წმინდა შესყიდვებმა Bmatch პლატფორმაზე $248.5 მლნ შეადგინა.

შედეგად, მოცულობამ $8.17 მლრდ-ს მიაღწია, რაც სებ-ის შეფასებით ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ფინანსური მდგრადობის მნიშვნელოვანი გარანტია.

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში სებ-მა სულ $3,37 მლრდ შეისყიდა (წმინდა).

Bmatch-ზე სებ-ის 9 თვის სავალუტო  ინტერვენციების დინამიკა თვეების მიხედვით:

  • იანვარი: წმინდა შესყიდვა - $86.6 მლნ
  • თებერვალი: წმინდა შესყიდვა - $429.3 მლნ
  • მარტი: წმინდა გაყიდვა - $16.2 მლნ
  • აპრილი: წმინდა შესყიდვა - $333.3 მლნ
  • მაისი: წმინდა შესყიდვა - $632.9 მლნ
  • ივნისი: წმინდა შესყიდვა - $612.6 მლნ
  • ივლისი: წმინდა შესყიდვა - $488.2 მლნ
  • აგვისტო: წმინდა შესყიდვა - $555.6 მლნ
  • სექტემბერი: წმინდა შესყიდვა - $248.5 მლნ

ოქტომბრის განახლებულ მონაცემები 25 ნოემბერს გამოქვეყნდება.