თბილისი (GBC) - დეპოზიტების დოლარიზაციამ, სების თვის მიმოხილვის თანახმად, მაისში 49.8% შეადგინა. 

მაისის ბოლოს, ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია 0.2%პ-ით 64.8%-მდე გაიზარდა, ხოლო იურიდიული პირების 0.3 %პ-ით, 37.9%-მდე შემცირდა.
ამასთან, ვადიანი დეპოზიტების დოლარიზაცია, მაისში, 0.2 პროცენტული პუნქტითაა მომატებული, 61.5%-მდე. გაიზარდა.

პირველი ივნისის მდგომარეობით, საბანკო სექტორში 23 მლრდ ლარის ვადიანი დეპოზიტებია (ნაშთი). აქედან 13 მილიარდამდე ლარშია. უცხოურ ვალუტაში კი 10.2 მლრდ ლარის ეკვივალენტია საანაბრო ანგარიშებზე. რეზიდენტების ვადიანი ანაბრების სარგებელი, ლარში, 0.3 პროცენტული პუნქტით, 10.5%-მდე, დოლარში კი 0.2პპ-ით, 1.9%-მდეა შემცირებული. ევროში 0.1 პროცენტული პუნქტით, 1.1%-მდე დაიკლო.

(ბიზნესპარტნიორი)