თბილისი (GBC) - რეფინანსირების სესხები იზრდება. ხუთშაბათის აუქციონზე სებ-მა  3.7 მლრდ ლარის ერთკვირიანი სესხების გასცა. ბანკებმა ამავე მოცულობის ლარის რესურსი  აიღეს წინა კვირასაც.

სებ-ის მიმოხილვით, პირველი ივნისის მდგომარეობით, რეფინანსირების სესხების ნაშთი უკვე 3.8 მლრდ ლარს აღწევს.

სებ-ის სტატისტიკით, მიმოქცევაში ნაღდი ფული, მაისში, 200 მილიონზე მეტით არის გაზრდილი და 01.06.2024-ისთვის 6 მილიარდს მიუახლოვდა (₾ 5.948 მლრდ)  

მაისში რეფინანსირების სესხები 1.4 მლრდ ლარით გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში სებ-მა სავალუტო ინტერვენციებით, მიმოქცევიდან 300 მლნ ლარზე მეტი ამოიღო.

2024-ის რეფინანსირების სესხების დინამიკა