თბილისი (GBC) - სებ-ის პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ტექნიკური დახმარების მისიას შეხვდა.

მისიის წარმომადგენლებთან განიხილეს მონეტარული ოპერაციების ჩარჩოსსაკითხები. მათ შორის, ლიკვიდობის მართვის ოპერაციებისას გამოსაყენებელი, ასევე შესაბამისი რისკების მართვის საკითხები.

ისაუბრეს რეპო ბაზრის განვითარებაზე, მპ-ის გადაცემის ეფექტიანობის გაზრდისთვის, ფულად და სახაზინო ვალდებულებების ბაზრებზე ლიკვიდობის გასაუმჯობესებლად.

სებ-ის ინფორმაციით, რეკომენდაციების მიღების შემდეგ ეროვნული ბანკი პარტნიორებთან კოორდინირებულად შეიმუშავებს პრიორიტეტებსა და თანმიმდევრულ სამოქმედო გეგმას.