თბილისი (GBC) - გააგონე ხმა საქართველოს! - თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს უთმობს. 

თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო.  ყველა იმ არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ხმა მთელ საქართველოში გაჟღერდეს.

ამ ინიციატივის ფარგლებში, 30 დეკემბრის ჩათვლით, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა გეძლევათ, თიბისის მობაილბანკში გააზიაროთ, რას უსურვებთ საქართველოს 2025 წელს.

თიბისი მიღებულ სურვილებს შეკრებს და მათ მთელი საქართველოს მასშტაბით გააჟღერებს.

გადადი მობაილბანკში, გააზიარე შენი სურვილი და გააგონე ხმა საქართველოს!