თბილისი (GBC) – სებსტატის ინფორმაციით, ნოემბერში დეპოზიტების მოცულობა, წინა თვესთან შედარებით, ₾439.6 მლნ-ით გაიზარდა და ₾57.96 მლრდ შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით არის გაზრდილი დეპოზიტების მოცულობა (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით).

ნოემბერში შინამეურნეობების ლარის დეპოზიტები წლიურად (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით) 17%-ით და ხოლო უცხოური ვალუტის დეპოზიტები 12.8%-ით გაიზარდა.

სების ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის ნოემბრის ბოლოსთვის 48.32% შეადგინა, რაც წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, 0.98 პ.პ-ით ნაკლებია (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.83 პ.პ-ით).

აღსანიშნავია ისიც, რომ მზარდია ვადიანი დეპოზიტების მოცულობაც. თუ 2024 წლის ნოემბრის მონაცემებს წინა წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ ვადიანი დეპოზიტების მოცულობა 31.3%-ით გაიზარდა და ₾26.5 მლრდ შეადგინა.