თბილისი (GBC) - სებ-ის  ფას. ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი, ანკარაში IOSCO-ს მზარდი და განვითარებადი ბაზრების კომიტეტის წლიურ შეხვედრაში მონაწილეობდა.

დავით აბესაძე ასევე ჩაერთო ბაზრის განვითარების ინიციატივებისადმი მიძღვნილ სამუშაო შეხვედრაში, სადაც მან GEMC-ის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებს კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის განვითარების წარმატებული გამოცდილება გაუზიარა.

მან 2022-2023 წლებში გატარებული "კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაზე“ მოხსენება წარადგინა. EBRD-ის დაფინანსებული პროგრამა საგანმანათლებლო და ფინანსურ კომპონენტებს მოიცავდა.

ემიტენტებს ფასიანი ქაღალდების საჯარო ემისიასთან დაკავშირებული ტრანზაქციული ხარჯები დაუფინანსდა. აბესაძემ ბაზრის ინსტრუმენტების შესახებ ემიტენტების ცნობიერების ამაღლებისთვის გაწეულ სამუშაოზეც განაცხადა, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში.

წლიური შეხვედრის ფარგლებში ასევე შედგა GEMC-ის მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტების დანერგვის ქსელის საინაუგურაციო შეხვედრა. ახალი ქსელი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკიც შეუერთდა, კომიტეტის წევრ ორგანიზაციებს საერთაშორისო მდგრადობის სტანდარტების საბჭოს (ISSB) მიერ შემუშავებული ანგარიშგების ჩარჩოს იმპლემენტაციაში გაუწევს მხარდაჭერას.

სებ-ი IOSCO-ს (ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაცია) სრული წევრი 2021 წელს გახდა და2 კომიტეტში (ევროპის რეგიონული, მზარდი და განვითარებადი ბაზრების) წარმოდგენილი.

GEMC-ის წევრია ამ წლის ნოემბრიდან, რომელიც IOSCO-ს ქოლგის ქვეშ არსებული ყველაზე მსხვილი კომიტეტია და 91 იურისდიქციას მათ შორის, დიდ ოცეულში შემავალ 10 სახელმწიფოს აერთიანებს.