თბილისი (GBC) - საქართველოში გერმანიის საელჩო აქვეყნებს დამატებით ინფორმაციას გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რაც 237 მილიონი ევროს საკრედიტო დაფინანსების შეჩერებას უკავშირდება. საელჩო განმარტავს, რომ „ქართული ოცნების“ მზარდი ავტორიტარული პოლიტიკის გამო ახლა ჩვენ ევროკავშირშიც უნდა ვიმსჯელოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესის ოფიციალურად შეჩერებაზე".

„ქართულმა ოცნებამ“ ბოლო კვირებსა და თვეებში ქვეყანა უფრო და უფრო დააშორა ევროკავშირს, რითაც მასიურად შეუქმნა საფრთხე საქართველოსა და გერმანიას შორის ათწლეულების მანძილზე არსებულ პარტნიორობას. შედეგად, ჩვენ შევამცირეთ თანამშრომლობა ქვეყნის ხელისუფლებასთან და შევაჩერეთ მხარდაჭერის 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების პროექტები...

ბურთი "ქართული ოცნების" პასუხისმგებელი პირების მოედანზეა. ახლა მათზეა დამოკიდებული, რომ ყველაფერი გააკეთონ ღრმა პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ნდობის აღსადგენად და ქართველ ხალხს შესთავაზონ რეალური პერსპექტივები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნებისთვის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ყველა ქართველის კარგი მომავლისათვის", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.