თბილისი (GBC) - 10, 12, და 13 ივნისს ტერაბანკმა ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართა. 

ღონისძიებების მიმდინარეობისას 200-მდე ადგილობრივმა სტუმარმა დეტალური ინფორმაცია მიიღო სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამების, ტერაბანკისა და ტერა ლიზინგის შესაბამისი პროდუქტების შესახებ. ტერაბანკის, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ტერა ლიზინგის წარმომადგენლებმა მათ დეტალურად გააცნეს გირაოს საგარანტიო სქემის, Start up სესხებისა და უგირავნო ბიზნესსესხების პირობები, ექსპორტის მხარდამჭერი და საკონსულტაციო ცენტრების სერვისები, ტერა ლიზინგისა და სახელმწიფო პროგრამების შეთავაზებები მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.

ტერაბანკის ინიციატივით, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად, საინფორმაციო შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით რეგულარულად ტარდება.