თბილისი (GBC) - TBC Bank Group PLC-მ (TBC PLC) საბოლოო დივიდენდის გადახდის კურსი განსაზღვრა.

კერძოდ, ჯგუფი დივიდენდს ₾/£3.5857 -იანი კურსით აანაზღაურებს, რომელიც სების 1-5 ივნისის საშუალო კურსით დადგინდა.

შედეგად, 22 ივნისს TBC PLC 2025 წლის საბოლოო დივიდენდს, თითო აქციაზე ₾3.87-ს გაანაწილებს. აღნიშნულ თანხასთან ერთად კი 2025 წლის ჯამური დივიდენდის ოდენობა ₾8.87 იყო (+10%, y.y), იმ აგრეგირებულ თანხებთან ერთად, რაც ჯგუფმა კვარტალების ჭრილში აანაზღაურა.

შეგახსენებთ, რომ 1Q26-ის  დივიდენდი TBC PLC-ის თითო აქციაზე ₾1.75 ლარის ოდენობით, 11 სექტემბერს ანაზღაურდება.

მარტის ბოლოს მდგომარეობით, ჯგუფის ჩვეულებრივი აქციების რაოდენობამ 55,726,793 ერთეული შეადგინა.