თბილისი (GBC) - ლონდონში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შეხვდა ერთ-ერთი უდიდესი საინვესტიციო ბანკის - ICBC Standard Bank-ის გენერალურ დირექტორს, გაო ჩონგსა და გენერალური დირექტორის მოადგილეს, მეთიუ ჟენგს, ასევე, ICBC Standard Bank-ის გლობალური ბაზრების მართვის კომიტეტის წევრს, სტეფენ გარგიულოსა და ICBC Standard Bank-ის პირველადი ბაზრების მიმართულების ხელმძღვანელს, მარკ გისენს.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ილია დარჩიაშვილი.

საუბარი შეეხო საერთაშორისო და ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე საქართველოს ფასიანი ქაღალდების გამოშვების არსებულ ტენდენციებსა და სამომავლო გეგმებს. განხილულ იქნა, საქართველოს ფასიანი ქაღალდების პერსპექტივა აზიურ ბაზარზე და აღინიშნა ინვესტორთა მხრიდან მზარდი ინტერესი ამ მიმართულებით.

შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მიმდინარე პარამეტრები, განახლებული საპროგნოზო მაჩვენებლები და ეკონომიკური განვითარების ტენდენციები.

(R)