თბილისი (GBC) - ციურიხის ცენტრალურმა ბანკმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ორგანიზებულ მაღალი დონის რეგიონულ ღონისძიებას უმასპინძლა, სადაც ცენტრალური ბანკის მმართველობის საუკეთესო პრაქტიკები განიხილეს.
შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში წარიმართა სახელწოდებით - „ცენტრალური ბანკის მმართველობა და პოლიტიკის ჩარჩოები ცვალებად გარემოში“.
შეხვედრის მონაწილეებს სებ-ის გამოცდილება ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ გააცნო. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა სებ-ის მაკროეკონომიკის და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა სოფრომაძე.
ღონისძიების თანაორგანიზატორები იყვნენ შვეიცარიის ეროვნული ბანკი (SNB) და დოიჩე ბუნდესბანკი (DBB).
მონაწილეებმა იმსჯელეს მონეტარული პოლიტიკისპროცესებზე, ინსტიტუციური განვითარებაზე, კომუნიკაციისა და გამჭვირვალობის გაძლიერების გზებზე.