თბილისი (GBC) - სებ-ის პრეზიდენტი სსფ-ს მოსალოდნელ ვიზიტზე აცხადებს.

სსფ-ის მისიის ივნისში დაგეგმილი ვიზიტი, IV მუხლის ფარგლებში, ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა იერუნ კლიკმა უკვე დააანონსა, რასაც თავად მოუთმენლად ელის.

თურნავამ აღნიშნა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ და ალტერნატიულ დირექტორებს,  იერუნ კლიკსა და მარნიქს ვან რეის, აშშ-ში, სსფ-სა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო კამპანიის ფარგლებში შევხვდნენ.

ისაუბრეს საქართველოში არსებულ მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

IMF-ის შეჩერებული $280–მილიონიანი პროგრამა, 36 თვის ვადაში შესასრულებელ ვალდებულებებზე იყო მიბმული.

ფონდს კითხვები ჰქონდა სებ-ის I ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებაზე, რომლის კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვეტო დაადო 

ეს იყო 2023-ის თებერვალში, ივნისში კი პარლამენტი საკითხს მიუბრუნდა (რუსული კანონის  მსგავსად, თუმცა განსხვავება იყო დროის ინტერვალში 1 წლიანი და ნახევარწლიანი) ვეტო დაძლია და თურნავა I ვიცე-პრეზიდენტი გახდა. 

ამას დაერთო, თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებაზე საგამონაკლისო წესის მიღება, რომელიც ხელისუფლების ოპონენტებმა ფარცხალაძის დასანქცირებას დაუკავშირეს.

მე-3, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის საკითხი იყო.