თბილისი (GBC) - ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სკოტ ბესენტმა  საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკს რეფორმირება სჭირდება".

სკოტ ბესენტი აღნიშნავს, რომ "ეს ინსტიტუტები კრიტიკულ როლს ასრულებენ საერთაშორისო სისტემაში და დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მოწადინებულია მათთან სამუშაოდ, ვიდრე ამ ინსტიტუტებს შეუძლიათ, დარჩნენ საკუთარი მისიის ერთგულები".

სკოტ ბესენტმა გააკრიტიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გამოიყენებს აშშ-ის გავლენას ამ ინსტიტუტებში, რათა უბიძგოს საკუთარი მანდატის შესრულებისკენ.

სკოტ ბესენტის თქმით, "საერთაშორისო სავალუტო ფონდი ძალიან დიდი დროსა და რესურსს უთმობს კლიმატის ცვლილებებზე, გენდერულ და სოციალურ საკითხებზე მუშაობას". მისივე განცხადებით, ანალოგიური პრობლემები არსებობს მსოფლიო ბანკშიც.

ამასთან, სკოტ ბესენტის თქმით, პრობლემად რჩება, რომ ეს ინსტიტუტები ჩინეთს კვლავ განვითარებადი ქვეყნის მსგავსად ეპყრობიან, რის გამოც პეკინი უსამართლოდ იღებს ხელსაყრელ პირობებს მსოფლიო ინსტიტუტებისგან.