თბილისი (GBC) - ირაკლი კობახიძემ ხუთშაბათს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "მინდა, წარმოგიდგინოთ ბატონი რევაზ სოხაძე, რომელიც დაინიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრად".

კობახიძემ რევაზ სოხაძის გამოცდილებასა და კვალიფიკაციას გაუსვა ხაზი და მას ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.

„რევაზ სოხაძე, მოგეხსენებათ, არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი წევრი, მას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერ მედიცინის, შემდეგ ფინანსების სპეციალობით. იგი წლების მანძილზე მუშაობდა კერძო სექტორში მაღალ, მენეჯერულ პოზიციებზე, 2017 წლიდან კი არის თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და თბილისის საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე", - აღნიშნა კობახიძემ.

რევაზ სოხაძის შესახებ: 

განათლება:

2007/2008  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი მენეჯმენტის მიმართულება (GIPA).

2004/2005 ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საბანკო საქმე და ფინანსების მიმართულება - მაგისტრი.

2002 - საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი საქართველოს (IRI Georgia) საარჩევნო კამპანიის აკადემია.

1998/2002 -  ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება:

2021 - დღემდე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს წევრი

2017 - 2021 - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის VI მოწვევის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე.

2017/2017 ნოემბერი- „ფლექსი კონსტრაქშენი“ (Flexi Construction) - აღმასრულებელი დირექტორი

2016 - საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების პარტიის ვარკეთილის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის კანდიდატი, გიორგი მოსიძის საარჩევნო კამპანიის  ხელმძღვანელი

2016/2017 – „კრწანისი ვილა რეზიდენსი“ (krtsanisi Villa residence) - აღმასრულებელი დირექტორი

2013/2016 - „აი ემ ჯი დეველოპმენტი“ (IMG DEVELOPMENT) - აღმასრულებელი დირექტორი

2010/2012 - პ/გ „ახალი მემარჯვენეები“ - აღმასრულებელი მდივანი

2010/2011 – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ჩვენი ქალაქი“ - აპარატის უფროსი

2010/2010 - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ,,ალიანსი საქართველოსათვის“ ვაკის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის კანდიდატი, დავით საგანელიძის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი

2007/2009 - პ/გ „ახალი მემარჯვენეების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი

2008 - საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში „გაერთიანებული ოპოზიციის“ ვაკის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქის კანდიდატი, დავით გამყრელიძის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი

2007/2008 -  საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი, დავით გამყრელიძის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი

2006/2008 - შპს „ბადაგი“-ის აღმასრულებელი დირექტორი

2006 - პ/გ „ახალი მემარჯვენეები“ - მთავარი კომიტეტის წევრი

2005/2007 - პ/გ „ახალი მემარჯვენეები“ - ვაკე-საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი

2003/2005 - პ/გ „ახალი მემარჯვენეები“ - რეგიონალური სამსახურის კოორდინატორი

2001/2003 - პ/გ „ახალი მემარჯვენეები“- რეგიონალური სამსახურის მთავარი სპეციალისტი

2001-  პ/გ „ახალი მემარჯვენეები“ - ლოგისტიკის სამსახურის უფროსი