თბილისი (GBC) - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა Facebook-ზე წერს: "საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი ევროკავშირის ერთგულება მხოლოდ სიტყვები არაა".

მათი განმარტებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) პატრულირება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს.

„2008 წლიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ 90 000-ზე მეტი პატრულირება განახორციელა, რაც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ უსაფრთხოებასა და სტაბილურობას უზრუნველყოფს.

220 დამკვირვებლით ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან, ეს მისია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გრძელვადიანი ერთგულების ხელშესახები გამოვლენაა“, - წერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა  Facebook-ზე.