თბილისი (GBC) – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, ნავთობპროდუქტების საბითუმო და საცალო რეალიზაციის სექტორში,  შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმთან" პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა.

კერძოდ, GCCA-ს და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:

- მომხმარებლებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით, საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად, 30 კალენდარული დღით ადრე, მიაწოდოს ინფორმაცია „ენერჯი ბარათით" გათვალისწინებული ფასდაკლებით სარგებლობის და ქულების დარიცხვის წესებისა და პირობების ცვლილების თაობაზე.

- მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით, მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია დაგროვილი ქულების შესახებ და ლოიალობით გათვალისწინებული ბონუსის შესახებ.

GCCA-ის გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა -  სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.