თბილისი (GBC) - სამი კოალიცია (კოალიცია „ცვლილებისთვის”, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”, „ძლიერი საქართველო” და ერთი პარტია („გახარია – საქართველოსთვის”) ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, მოითხოვონ შრომის კოდექსით უზრუნველყოფილი ანაზღაურებადი შვებულება და თავისუფალი დრო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობაში გამოიყენონ.

„2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიები

მოგიწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს: მოითხოვეთ შრომის კოდექსით უზრუნველყოფილი ანაზღაურებადი შვებულება და თქვენი თავისუფალი დრო გამოიყენეთ საერთო, ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობაში.

ქართულ კომპანიებს, რომლებისთვისაც ძვირფასია საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და დემოკრატია: გთხოვთ დაუბრკოლებლად გაეცით ასეთი შვებულებები ამ გადამწყვეტ დღეებში და ამით, მხარი დაუჭირეთ თანამოქალაქეების მშვიდობიან ბრძოლას საქართველოს ევროპული მომავლისათვის.

ჩვენი ბრძოლა სამართლიანია და მასში აუცილებლად გავიმარჯვებთ!”, – ნათქვამია განცხადებაში.