თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, ,,ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

„აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.

ამინდის გაუმჯობესების შემდეგ, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“  ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.