თბილისი (GBC) - ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) X-ზე წერს: "მოხარული ვარ კაპიტოლიუმში სალომე ზურაბიშვილის მიღებით საქართველოში არსებული კრიზისის ორპარტიული განხილვისთვის".
“შევთანხმდით, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია. მივესალმები ქართველი ხალხის სწრაფვას უფრო დემოკრატიული მომავლისთვის“, - განაცხადა შაჰინმა.
"Pleased to welcome @Zourabichvili_S to the Capitol for a bipartisan discussion on the crisis in Georgia. We agreed that violence against protestors is unacceptable. I commend the people of Georgia for continuing their push for a more democratic future." -@SenatorShaheen pic.twitter.com/MxVkFoL7jM
— Senate Foreign Relations Committee (@SFRCdems) January 23, 2025
თავის განცხადებას შაჰინი თან ურთავს ფოტოსურათს, რომელზეც, მის გარდა, გამოსახული არიან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და სენატორი როჯერ უიკერი (რესპუბლიკური პარტია).
შეგახსენებთ, რომ მაღალი რანგის თანამდებობის პირებთან შეხვედრების შესახებ სალომე ზურაბიშვილმა არაერთხელ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ამერიკის პრეზიდენტის "ინაუგურაციის შემდეგ ყველას აქვს საშუალება, გამართოს შეხვედრები და მეც ვაპირებ, ჩავატარო შეხვედრები, რომლებიც ჩვენი ურთიერთობების სწორ საფეხურზე დასაყენებლადაა საჭირო – იმ საფეხურზე, რაც საქართველოს და ამერიკას შეეფერება“.