თბილისი (GBC) - ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ აშშ-ს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში პოსტით ეხმაურება.

„ნუ აბრალებთ სხვებს“ - წერს საელჩო.

აშშ-ის დიპლომატიური უწყება ასევე აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.

„ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

#ყველაფერიგასაგებია“, - აღნიშნავს საელჩო.