თბილისი (GBC) - საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერი დღეს, 3 დეკემბერს შშმ პირებს დაეთმობათ. მაუწყებლის ხელმძღვანელობა მოთხოვნას დათანხმდა. შეხვედრა ტელეკომპანიის ადმინისტრაციასა და შეკრებილი საზოგადოების წარმომადგენლებს შორის ცოტა ხნის წინ დამთავრდა.
როგორც ჯგუფი „წინაპრების“ ერთ-ერთმა წევრმა, თათია მექვაბიშვილმა განაცხადა, ეთერი, დაახლოებით, 22:00 საათზე დაიწყება.
„მანამ, სანამ ასეთი სიტუაციაა ქვეყანაში, ყოველდღე პრაიმტაიმში საზოგადოების წარმომადგენლებს ეთერი დაეთმობათ. დღევანდელი ეთერი სრულად მათ დაეთმობათ. რაც შეეხება ფორმატს, იქნება საზოგადოების ოთხი წარმომადგენელი და წამყვანი, სავარაუდოდ, თამთა სანიკიძე. ხვალ ველოდებით პრეზიდენტის ეთერს, ესეც ჩვენი მოთხოვნა იყო და შესრულებულია“, – განაცხადა თათია მექვაბიშვილმა.
დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ და შშმ პირებისთვის საეთერო დროის დათმობა მოითხოვეს.
როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავდნენ, საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხის ტელევიზიაა და სურთ, რომ ამ ტელევიზიიდან შშმ პირების „ხმა გაისმას“.