თბილისი (GBC) - სებ-ის მიმოხილვით, ლარმა ოქტომბრის ტრენდი ნოემბერშიც შეინარჩუნა. მოთხოვნა 180 მლნ ლარით არის შემცირებული, ოქტომბრის 105 მლნ-იანი კლების შემდეგ და დეკემბრის დასაწყისისთვის ნაღდი ფული მიმოქცევაში 6.27 მლრდ -მდეა შემცირებული.
ერთდღიანების შემდეგ, სები ერთთვიან სასესხო ინსტრუმენტს მიადგა.
ანალიტიკოსების თქმით, თქმით, სებ-ს ამ დროისთვის ბუნებრივად აქვს ლუფტი, სეზონური ფაქტორის გათვალისწინებით, სებ-მა იცის რომ წინასაახალწლოდ მოთხოვნა ლარზე გაიზრდება.
25 ნოემბრიდან შეძლო თუ არა ვალუტის კიდევ შესყიდვა, სები თუ ჩათვლის მიზანშეწონილად ინფორმაციას კვლავ მოგვაწვდის, როგორც 25 ნოემბერს გაავრცელა $85.7 მლნ-ის შესყიდვაზე, სექტემბერ-ოქტომბრის სავალუტო ხარჯვის ($698 მლნ-მდე) შემდეგ.
სებ-ის ნაბიჯების ერთობლიობა ექსპერტ მარინა გულედანს აფიქრებინებს, რომ ბოლო გადაწყვეტილებები სწორედ ქვეყნის იზოლაციის და სანქციების საკომპენსაციო იყო. რაზეც ეჭვი ბიემჯიზე სტუმრობისას გამოთქვა.
სებ-მა იცოდა დეესკალაციის ინტერესი და შესაბამისად ნებაც არ იქნებოდა, რადგან არჩევანი ლუსტრირებულია. სებ-მა იცის რომ რისკები უკვე რეალიზებული ხვდომილებაა. დასავლური კაპიტალის შეწყვეტა გარდაუვალი და ამიტომ შემოაქვს არჩევნებიდან 3 კვირაში გაათმაგეული საჯარიმო განაკვეთი , თან საჭიროებას ევროდირექტივით ხსნის. გულედანი ფიქრობს, რომ სები ელის წინააღმდეგობას საბანკო სექტორისგან, რომელიც საერთაშორისო საფინანსო ერთიანი სისტემაშია და ვერ მოერგება ლოკალურ რეგულატორს.
ოქტომბერში სებ-ის სავალუტო აუქციონებით სისტემას 600 მლნ ლარამდე ლიკვიდობა მოაკლდა ( სებ-მა 4 აუქციონზე $213.5 მლნ გაყიდა). Bmatch ვაჭრობით და სხვა ინსტრუმენტებით კი 1 მილიარდზე მეტი.
ნოემბერში სამთავრობო კონვერტაციებით, კლებაა 840 მლნ ლაით. ერთდღიანი სესხების ნაშთი, 2 მილიარდიანი ზრდის შემდეგ, ნოემბერში 300 მილიონითაა შემცირებული და დეკემბერშიც 375 მლნ აქვს მოკლებული, შესაბამისად 2.5 მლრდ -ს რამდენიმე ასეულით ჩამოსცდა. ამასთან ნოემბერში ერთთვიანი ინსტრუმენტით 500 მლნ ლარი გაიცა.
წყარო: BRG