თბილისი (GBC) – აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ქართველ კოლეგა მაკა ბოჭორიშვილთან სომხეთში აზერბაიჯანული ტვირთების საქართველოს გავლით ტრანზიტის საკითხები განიხილა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ტარიფების შეთანხმებასთან დაკავშირებით, რომლებიც აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების სომხეთში საქართველოს გავლით ექსპორტს შეეხება.