თბილისი (GBC) - საქართველოს რამდენიმე სკოლამ პარასკევს დილით მიიღო ელექტრონულ ფოსტაზე წერილი, რომელიც ამცნობდა, მათ სკოლის შენობა დანაღმული იყო. ამის შესახებ ინფორმაცია GBC-ის "ბაქსვუდის" სკოლამ დაუდასტურა. 

"წერილი გაურკვეველი ადრესატისგან მივიღეთ, რის შემდეგაც მოსწავლეებს და სკოლის პერსონალს სკოლა დაუყოვნებლივ დავატოვებინეთ", - უთხრა GBC-ის "ბაქსვუდის" სკოლის წარმომადგენელმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოქვეყნების მომენტამდე განცხადება არ გაუვრცელებია.