თბილისი (GBC) - გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო. ექს–პრემიერი ოფიციალურად იძებნება. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.

პროკურატურამ გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებზე დაიწყო.

„საქართველოს პროკურატურამ, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე ეხება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ, 2019 წლის 20 -21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებს“, - განაცხადა გვარაკიძემ.

გიორგი გახარიამ რამდენიმე თვის წინ დატოვა საქართველო.

გახარიას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.