თბილისი (GBC) - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „იმედის ბანკის“ შექმნა აბსურდია, რომც უნდოდეს ეროვნულ ბანკს, ამას ვერ იზამს, რადგან ეს „ბანკი“ ვერ გაივლის შესაბამისობის კრიტერიუმებს - ეს კანონის მოთხოვნაა".
გოცირიძეს თქმით, „თუ ვინმე შექმნის სპეციალურ მიკრო ბანკს და მოემსახურება „იმედს“, ეს სანქციების გვერდის ავლაში ეროვნული ბანკის პირდაპირი მონაწილეობა იქნება, რაც უდიდესი დარტყმის ქვეშ დააყენებს ქვეყნის ფინანსურ სისტემას“.
„კანონით იკრძალება რაიმეს ერქვას ბანკი, გარდა ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული საფინანსო ინსტიტუტისა. „იმედის“ ბანკის შექმნა აბსურდია. რომც უნდოდეს ეროვნულ ბანკს, ამას ვერ იზამს, რადგან ეს „ბანკი” ვერ გაივლის შესაბამისობის კრიტერიუმებს. ესეც კანონის მოთხოვნაა.
თუ ვინმე შექმნის სპეციალურ მიკრო ბანკს (არის ასეთი შესაძლებლობა კანონში) და მოემსახურება „იმედს“, ეს სანქციების გვერდის ავლაში ეროვნული ბანკის პირდაპირი მონაწილეობა იქნება, რაც უდიდესი დარტყმის ქვეშ ჩააყენებს ქვეყნის ფინანსურ სისტემას“, - წერს რომან გოცირიძე.
27 თებერვალს ტელეკომპანია „იმედმა“, საკუთარ ბანკის („იმედის ბანკი“) შექმნა დააანონსა.
ტელეკომპანიის მტკიცებით, სანქციების მიუხედავად, მათ "არანაირი, მათ შორის, არც ფინანსური პრობლემა" არ ექნებათ.
სანქცირებული ტელევიზია იმასაც ირწმუნება, რომ "რამდენიმე ბანკი" მზადაა, მათ საბანკო მომსახურება გაუწიოს.
24 თებერვალს ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ ტელეკომპანია "იმედი" და "POSTV" "რუსული დეზინფორმაციის გავრცელების" გამო სანქცირებულ ერთეულთა სიაში შეიყვანა, რომლის ფარგლებშიც მათ სამი კატეგორიის სანქციები შეეხოთ: აქტივების გაყინვა, სატრასტო მომსახურების სანქციები და დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია.