თბილისი (GBC) - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს: "მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას და საქართველოს ევროინტეგრაციის გაძლიერებას”, - წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ “X”-ში.

კობახიძე ყურადღებას ამახვილებს თანამშრომლობის გაგრძელებასა და საქართველოს ევროინტეგრაციის გაძლიერებაზე.

"გულითადად ვულოცავ, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას! თქვენი მტკიცე ლიდერობა აძლიერებს ევროპას. მოუთმენლად ველი ჩვენთან თანამშრომლობის გაგრძელებას, რადგან საქართველო და ქართველი ხალხი მტკიცედ განაგრძობს ევროპისკენ სვლას", - ამ სიტყვებით მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ურსულა ფონ დერ ლაიენს პოსტზე ხელახლა დამტკიცება.

ხუთშაბათს, 18 ივლისს ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის კანონმდებლების მხარდაჭერა მოიპოვა და პრეზიდენტის სკამი კიდევ ხუთწლიანი ვადით შეინარჩუნა

ევროპარლამენტის 720 წევრიდან მას მხარი 401-მა დაუჭირა, 284 წინააღმდეგი იყო, 15-მა თავი შეიკავა.