თბილისი (GBC) - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ოფიციალური ბრძანება გამოსცა. დოკუმენტი მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, თანამდებობა ასევე დატოვა კულტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მაკა გურგენიძემ. ამასთან, 28 ივლისით დათარიღებული კიდევ ერთი ბრძანების თანახმად, პრემიერ-მინისტრმა კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ მიხეილ კიკნაძე დანიშნა.

თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ, 28 ივლისს გაავრცელა. Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ მიმართვაში მან გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა და აღნიშნა, რომ შექმნილი ვითარება საშუალებას არ აძლევს, სათანადო ყურადღება დაუთმოს საყვარელ საქმეს.