თბილისი (GBC) - ამერიკელი კონგრესმენი, რესპუბლიკელი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ მმართველობასა და ინიციატივებს ეხმაურება.
კონგრესმენის განცხადებით, მმართველი პარტია სიტყვის თავისუფლებას „სიძულვილის ენის“ შეჩერების საბაბით ანადგურებს.
„როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნება“ სიტყვის თავისუფლებას „სიძულვილის ენის“ შეჩერების საბაბით ანადგურებს. ამ „ვოუქ“ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება. მალე წარმოვადგენ კანონპროექტს, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ამ „ვოუქ“ ცენზურას!“ - წერს ჯო უილსონი.
As expected, Georgian Dream is dismantling freedom of speech under the guise of stopping “hate speech.” This woke pro-Russia pro-Iran pro-China regime hates America. I will soon be introducing legislation to counter this woke censorship! https://t.co/8UaCeXdFwq
— Joe Wilson (@RepJoeWilson) July 28, 2026
