თბილისი (GBC) - ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ლიეტუვა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად არ მიიჩნევს და დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ ლანდბერგისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„პირველი, ჩვენ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად არ მივიჩნევთ, მეორე: ლიეტუვამ მოუწოდა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებისკენ. იმისთვის, რომ ვიცოდეთ მკაფიო პასუხები, რეალურად გავიგოთ, რა მოხდა, ამისთვის გვჭირდება გამოძიება. თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის ევროკომისიასთან ამ საკითხზე თანამშრომლობაზე, თუ ის უარს იტყვის გამოძიებაზე, ეს ასევე რაღაცის მთქმელია. თუ არ სურთ, ვიცოდეთ, რა მოხდა ეს ნიშნავს, რომ ყველა პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო კვლავ ევროპულ გზაზეა, სინამდვილეში ასე არაა. იქნება თუ არა ამაზე კონსენსუსი ევროკავშირში, ამის თქმა რთულია და მიმაჩნია, რომ საკმაოდ რთული იქნება. ეს ეხება სანქციების დაწესებასაც. ეს იოლი არ არის“, - აღნიშნა გაბრიელუს ლანდბერგისმა.
დღეს, 18 ნოემბერს, ბრიუსელში, ევროპული საბჭოს საგარეო საქმეთა კომისიის სხდომაზე მათ შორის საქართველოს საკითხს განიხილავენ.