თბილისი (GBC) - გალტ&თაგარტის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 12 ნოემბერს 10-წლიანი 30 მლნ ლარის (11 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ობლიგაციები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 2.3-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.099პპ-ით გაიზარდა და 8.460% შეადგინა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 12 ნოემბერს 1-წლიანი 20 მლნ ლარის (7.3 მლნ აშშ დოლარის) ოდენობის ბენჩმარკ ობლიგაციები გაყიდა. ამასთან, მოთხოვნა 3.0-ჯერ მაღალი იყო და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა აუქციონთან შედარებით 0.071პპ-ით შემცირდა და 7.624% შეადგინა.

უახლესი აუქციონი დაგეგმილია 2024 წლის 19 ნოემბერს, სადაც 6.7-წლიანი 75 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ბენჩმარკ ობლიგაციები გაიყიდება.