თბილისი (GBC) – აზერბაიჯანში იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში 24,1 მლნ ტონა ნავთობი მოიპოვეს, საიდანაც 19,9 მლნ ტონა ექსპორტზე გავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.
ათ თვეში აზერბაიჯანის საბადოებზე 31,5 მლრდ კბ/მ გაზი მოიპოვეს.
გაზის ექსპორტი 4,6%–ით გაიზარდა და 20,7 მლრდ კბ/მ შეადგინა. აზერბაიჯანმა საანალიზო პერიოდში ევროპაში 10,6 მლრდ კბ/მ გაზი გაყიდა, თურქეთში – 8,2 მლრდ კბ/მ, ხოლო საქართველოში 1,9 მლრდ კბ/მ.