თბილისი (GBC) - მიხეილ ყაველაშვილი 22 აპრილს რეგიონულ ეკოლოგიურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გაიმართება.

პრეზიდენტი სიტყვით უნდა გამოვიდეს სამიტის პლენარულ სხდომაზე.

ფორუმზე, რომელიც გაეროსთან პარტნიორობით იმართება, ყაზახეთის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, მონღოლეთისა და სომხეთის პრეზიდენტები იმსჯელებენ კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ სირთულეებზე და შექმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად კოორდინირებული ძალისხმევის მნიშვნელობაზე.

ფორუმში მონაწილეობას აპირებს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი.

ყაველაშვილს ყასახეთში გაჰყვებიან გარემოს დაცვის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი.