თბილისი (GBC) - მიხეილ ყაველაშვილმა 70 ადამიანი შეიწყალა. 14 ოქტომბერს, ყაველაშვილის პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "შეწყალება სვეტიცხოვლობის დღესასწაულს უკავშირდება".
"შეწყალება შეეხო 42 არასაპატიმრო და 24 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 4 პირს მოეხსნა ნასამართლობა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში სადაც არ არის დაზუსტებული კონკრეტულად, რომელ მუხლებს და რა ტიპის დანაშაულებს შეეხო შეწყალება.
საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს.