თბილისი (GBC) - რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უახლოეს მომავალში კორეის ლიდერ, კიმ ჩენ ინს შეხვდება. - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის მთავარი მიზეზი იარაღის შეძენაა.

გამოცემა წერს, რომ შეხვედრაზე განიხილება მოსკოვისთვის იარაღის მიყიდვა, რომელიც უკრაინაში ომის მხარდაჭერადაა შეფასებული.

შეხვედრის დრო და ადგილი უცნობია, თუმცა მოლოდინი იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი დაჯავშნილი მატარებლით გაემგზავრება შეხვედრაზე, მაღალია.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ჩრდილოეთ კორეაში, ბოლო ვიზიტის დროს ცდილობდა დაერწმუნებინა ფხენიანი, რუსეთს საარტილერიო საბრძოლო მასალის მიყიდვაზე.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იარაღები მოიცავდა Hwasong-ის კონტინენტთაშორის ბალისტიკურ რაკეტას რომელიც, სავარაუდოდ, ქვეყნის პირველი ICBM-ია. ცნობილია,რომ ის იყენებს მყარ საწვავს.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩრდილოეთ კორეამ გააღო ქვეყნის კარი უცხოელი სტუმრებისთვის Covid-ის პანდემიის შემდეგ.