კონკურენციის სააგენტომ მოცვის ბაზარი მოიწონა
განხორციელებული
მონიტორინგის ფარგლებში
დადგინდა შემდეგი:- 2020-2024
წლებში, (2024 წლის 10 თვე),
ქვეყნიდან ექსპორტირებული
მოცვის როგორც
რაოდენობრივი, ასევე
ღირებულებითი მაჩვენებელი
მზარდია. რაოდენობრივი
კუთხით, 2024 წლის 10 თვის
მონაცემებით, ქვეყნიდან
ექსპორტირებულია 660%-ით მეტი
მოცვი (4969 ტონა) ვიდრე 2020 წელს
(654 ტონა). ღირებულებით
ნაწილში კი ზრდამ შეადგინა
595%, 2020 წელს ექსპორტირებულია
11,4 მლნ. ლარის მოცვი, ხოლო 2024
წელს ექსპორტის
მაჩვენებელი 78,420 მლნ.
ლარამდე გაიზარდა. ამასთან,
ზრდის ტენდენცია
შენარჩუნებულია ყოველ
მომდევნო წელს. - 2020-2022
წლებში, შესაბამისი ბაზრის
ექსპორტის დონე
დაბალკონცენტრირებულია,
ხოლო 2023-2024 წლებში ინდექსი
მხოლოდ მცირედით
აღემატება
დაბალკონცენტრირებული
ბაზრის მაქსიმალურ ზღვარს.
აღნიშნული მიუთითებს, რომ
ბაზრის ექსპორტის დონე არ
არის კონცენტრირებული
კომპანიების მცირე
რაოდენობის დონეზე, რაც
დადებით ფაქტორს
წარმოადგენს ბაზარზე
კონკურენტული გარემოს
შეფასების კუთხით;- ბაზრის
ექსპორტის დონეზე მოქმედი
კომპანიების რაოდენობა
მზარდია. 2024 წლის
მდგომარეობით ექსპორტს 51
კომპანია ახორციელებდა.
პრაქტიკულად,
ყოველწლიურად, ცვალებადია
ბაზარზე მოქმედი ყველაზე
მსხვილი ეკონომიკური
აგენტი, ასევე, ცვალებადია
ბაზარზე მოქმედი 5 ყველაზე
მსხვილი ეკონომიკურის
აგენტის შემადგენლობაც, 2020
-2024 წლის პერიოდში 5 მსხვილი
კომპანიის წილი 54%-63%-ის
არეალში იყო წარმოდგენილი;-
ბაზარზე არ ფიქსირდება
დომინანტი ეკონომიკური
აგენტი, ასევე ადგილი არ
აქვს ჯგუფური დომინანტური
მდგომარეობის
დადასტურებისთვის
აუცილებელ ერთ-ერთ პირობას
საბაზრო წილების სახით;-
მოცვის ექსპორტი,
ძირითადად, რუსეთის
ფედერაციაში ხორციელდება
2024 წელს აღნიშნული ქვეყნის
წილი 86%-ის ფარგლებშია,
თუმცა, ბოლო წლებში ამ
მიმართულებით შესამჩნევია
დადებითი ტენდენცია
საექსპორტო ბაზრების
დივერსიფიცირების
თვალსაზრისით - მზარდია
ევროპაში ექსპორტირებული
მოცვის რაოდენობა.GCCA-ის
შეფასების საფუძველზე,
მოცვის შესაბამისი ბაზრის
ექსპორტის დონეზე არ
გამოიკვეთა კონკურენციის
კანონმდებლობის დარღვევის
რისკები. შესაბამისად, არ
არსებობს განგრძობითი
დაკვირვების წარმოების
მიზნით მონიტორინგის
გაგრძელების საფუძველი.
კერძოდ, ბაზრის
კონცენტრაციის ინდექსისა
და მისი ცვლილების, მსხვილი
კომპანიების წილობრივი
გადანაწილებისა და
ბაზარზე კონკურენტული
გარემოს შეფასების მიზნით
მონიტორინგის პროცესში
გამოკვლეული სხვა
ფაქტორების
გათვალისწინებით,
სააგენტო 2020-2024 წლებში
(ოქტომბრის ჩათვლით),
შესაბამის ბაზარზე
კონკურენტულ გარემოს
დადებითად აფასებს.2024 წელს,
GCCA-ის მიერ დასრულდა 2 -
თხილის და მოცვის ბაზრის
მონიტორინგი. მიმდინარე
დაკვირვების ქვეშ რჩება 3 -
საცალო ვაჭრობისა და
დისტრიბუციის (FMCG),
საავტომობილო საწვავის და
თამბაქოს ბაზრის
მონიტორინგი.