თბილისი (GBC) – დონეცკის ოლქში, ბახმუტის სამხრეთით მდებარე დასახლება ანდრეევკა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შტურმით აიღეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია ნათქვამი.

ხუთშაბათს, 14 სექტემბერს, სოფლის აღების შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, თუმცა მისი ნათქვამი უარყო ანდრეევკაში მებრძოლი მესამე ცალკეულმა მოიერიშე ბრიგადამ. შემდეგ მალიარმა დაარედაქტირა თავისი ნათქვამი და დაწერა, რომ ანდრეევკისთვის ბრძოლა მიმდინარეობს.

ანდრეევკისა და მასთან ახლოს მდებარე კლეშჩეევკისთვის ბრძოლები რამდენიმე თვეა გრძელდება.