თბილისი (GBC) – დღეიდან, 12 ივლისიდან, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას და ევროპაში უკრაინელი სამხედროების წვრთნებს კოორდინაციას NATO–ს ახალი შტაბი უწევს, რომელიც გერმანიის ვისბადენში მდებარეობს. ევროპული მედიის ცნობით, ასეთი გადაწყვეტილება ალიანსის ვაშინგტონში გამართულ სამიტზე მიიღეს.

სააგენტო dpa-ს წყაროების თქმით, მიუხედავად ამ შტაბის ფორმალური გახსნისა, ევროპაში NATO–ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს რამდენი მე თვე დასჭირდება შტაბის დასალაგებლად ისე, რომ სრულფასოვნად შეძლოს დაგეგმილი ამოცანების შესრულება. მანამდე პროცესების კოორდინაცია აშშ–ის შეიარაღებული ძალების მეშვეობით გაგრძელდება.

გერმანიაში დაარსებულ შტაბში 700 სამხედრო იმუშავებს, მათ შორის 40 გერმანელი იქნება.