თბილისი (GBC) - ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა  დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე გ.ლ. და შ.გ. დააკავეა. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც თბილისში ესაჭიროებოდა სამშენებლო ნებართვის მიღება, დაარწმუნეს, რომ თითქოსდა გ.ლ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციას და თავისი სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე, დაეხმარებოდა თბილისის მერიის მიერ, დროის უმოკლეს მონაკვეთში მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაცემაში, რის სანაცვლოდაც ჯამში მოითხოვეს $70 000.

2025 წლის 22 აგვისტოს, ბრალდებულებმა მოქალაქეს წინასწარ გამოართვეს $10 000, რომლის გადაცემისთანავე დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.