თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 19 აგვისტოს, კურორტ ბახმაროში, ტრადიციული დოღი - „ბახმაროს თასი 2025“ გაიმართა.
ბახმაროში დოღის ტრადიციას საფუძველი გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა, სპორტული შეჯიბრება ყოველწლიურად 19 აგვისტოს, მდინარე ბახვისწყლის მიმდებარედ იმართება.
ტრადიციული დოღის ფარგლებში ოთხი გარბენი შედგა, რომელთა მანძილი 1.200, 2.400, 2.400 და 4.800 მეტრს შეადგენდა და თითოეულში გამარჯვებული გამოვლინდა.
I გარბენი - „ნაბეღლავის თასი“
მისი გამარჯვებული გიორგი ცინცაძე გახდა, მეორე და მესამე ადგილი კი ჯემალ გორგაძემ და ლიზი ხოფერიამ დაიკავეს.
II გარბენი - „გურიის თასი“
გამარჯვებული გიორგი ცინცაძე გახდა. მეორე ადგილი კონსტანტინე კვაჭანტირაძემ, ხოლო მესამე - ნიკა ფერაძემ დაიკავა.
III გარბენი - „გმირების თასი“
შეჯიბრებაში გოგიტა კოწოწაშვილმა გაიმარჯვა. მეორე და მესამე ადგილი კი გიორგი ცინცაძემ და ნიკა ფერაძემ გადაინაწილეს.
ღონისძიების მთავარი, IV გარბენის - “ბახმაროს თასი“ მარულას გამარჯვებული და მთავარი პრიზის მფლობელი მფლობელი ნიკა ფერაძე გახდა. მეორე ადგილი თორნიკე თოდრიამ, ხოლო მესამე ადგილი ლუკა მჟავანაძემ დაიკავა.
ღონისძიება წყაროს წყალი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ბახმაროს", „ნაბეღლავისა" და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა.