GBC გილოცავთ შობა–ახალ წელს! საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და დიდ წარმატებებს!

GBC გილოცავთ შობა–ახალ წელს! საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და დიდ წარმატებებს!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან
უწყების ცნობით, გაიმართება შეხვედრები მწარმოებლებთან, საცალო ვაჭრობის ქსელებისა და სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან.„სამთავრობო კომისია შესაბამის საპარლამენტო კომისიასთან კოორდინაციით იმუშავებს და მუშაობას სავარაუდოდ აპრილის ბოლომდე დაასრულებს.კომისიის მუშაობის პროცესში საზოგადოებას მიეწოდება დეტალური ინფორმაცია, რა არის პროდუქციის რეალური ღირებულება, რას მოიცავს ფასები და სად არის არალოგიკური ფასნამატები. კომისიის წევრები იმედოვნებენ, რომ ფასების შემცირება სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას უკვე დაიწყება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.საკოორდინაციო კომისიის წევრები არიან: ეკონომიკის, გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე. ირაკლი კობახიძემ 2025 წლის 24 დეკემბერს სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოში ფასები იმაზე მაღალია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში.კობახიძე ამბობს, რომ ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, „რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს“.კობახიძის თქმით, „პროდუქტზე ფასნამატი და მიმწოდებლისთვის დაკისრებული ფინანსური ტვირთი იმდენად დიდია, რომ ქართველი მწარმოებლებისთვის ხშირად უფრო მოგებიანია, საკუთარი პროდუქცია არა ქართულ მარკეტებში გაყიდონ, არამედ საზღვარგარეთ ექსპორტზე გაიტანონ“.24 დეკემბერს კობახიძემ ამბობდა, რომ „ჩნდება ეჭვი, რომ ბაზრის მოთამაშეები კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ“ და სამართალდამცავ უწყებებს საკითხის სიღრმისეული შესწავლისკენ მოუწოდა.
1768916010
კერძოდ, Lion Finance Group-ის (BGEO LN) აქციები დაიხურა 96.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +4.90% წინა კვირასთან შედარებით და +4.67% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 266 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 90.75 - 96.95 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 53 ათასი აქცია შეადგინა.თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 39.90 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.92% წინა კვირასთან შედარებით და -1.85% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 357 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 38.05 - 39.90 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 51 ათასი აქცია შეადგინა.Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 33.35 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +7.06% წინა კვირასთან შედარებით და +11.17% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 302 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 31.00 - 33.65 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 56 ათასი აქცია შეადგინა.
1768910198
უწყების ცნობით, უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.„უკანონოდ დაკავებულთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგნებულად თავს ვიკავებდით სახელებისა და გვარების დასახელებისგან და სხვა დეტალების გასაჯაროებისგან, რათა პროცესს ხელი არ შეშლოდა.არსებული პრაქტიკაც აჩვენებს, რომ ასეთ შემთხვევებში სასურველი შედეგის მიღწევა გაცილებით ადვილად არის შესაძლებელი.საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია სუსის განცხადებაში.
1768909527
„თბილისში ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, -6, დღისით +2, +6 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 21 და 23 იანვარს მოსალოდნელია ნალექიანი, ხოლო 22 იანვარს – უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით ღამით +1, +3, დღისით +8 +10 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 21 და 23 იანვარს მოსალოდნელია ნალექიანი, ხოლო 22 იანვარს – უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3, +3, დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) დროგამოშვებით მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5, -10, დღისით +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -8, -13, დღისით -3, +2 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -7, -12, დღისით +1, +4 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5, -10, დღისით +1, +4 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -8 -13, დღისით -2, +2 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -13, -18, დღისით -1, -6 გრადუსი დაფიქსირდება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1768909238
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თამარ მემანიშვილს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს იკავებდა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) უფროსის, საქართველოს პარლამენტის ადამიანური რესურსებისა და ინსტიტუციური განვითარების დეპარტამენტის ანალიზისა და ინსტიტუციური განვითარების განყოფილების უფროსის თანამდებობებს, იყო საქართველოს შსს აკადემიის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი.შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს აქამდე ნინო წერეთელი ხელმძღვანელობდა. წერეთელი აღნიშნულ პოსტზე 2024 წლის 20 თებერვალს დაინიშნა.2025 წლის ნოემბერში გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ცენტრიდან 30-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. განათლების სამინისტროში განმარტავდნენ, რომ თანამშრომლების გათავისუფლება სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესს უკავშირდებოდა. თავად გათავისუფლებულები კი ამბობენ, რომ სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი მათი სამოქალაქო პოზიცია და პოლიტიკური შეხედულებები იყო.
1768907938
საინსპექციო კონტროლი ჩატარდა 62 კომპანიაში; აღებული 1289 ნიმუშიდან, დარღვევა აღმოჩნდა 7 კომპანიის 19 ნიმუშში.სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიების შპს „ბიურო ვერიტას ჯორჯიას“ და შპს „სჯს ჯორჯიას“ მიერ შემოწმებულ 80 კომპანიაში აღებული 529 ნიმუშში, დარღვევა აღმოჩნდა 3 კომპანიის 3 ნიმუშში. ინსპექტირების პროცესი სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს.ამასთან ერთად, საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ჩატარდა 279 დეგუსტაცია, სულ სადეგუსტაციოდ შემოვიდა 13 349 ნიმუში. აქედან, დეგუსტაცია ვერ გაიარა 520 ნიმუშმა, დანარჩენი 12 829 ნიმუში შეფასდა დადებითად.შიდა ბაზრის კონტროლი განხორციელდა 78 კომპანიის პროდუქციაზე; აღებული 136 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 73 ნიმუშში.2026 წელს ხარისხის კონტროლი გაგრძელდება, რათა ათეულ მილიონობით ლიტრი ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს და მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს, უფრო მეტად გააქტიურდება შიდა ბაზრის კონტროლი. „2025 წელს არ დაგვიკლია ძალისხმევა ხარისხის კონტროლის მიმართულებით მუშაობაში, რაც მიმდინარე წელს კიდევ უფრო აქტიური გახდება. დარღვევები ძირითადად გვხვდება, როდესაც ამა თუ იმ კომპანიის სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ნიმუშები არ შეესაბამება იმ ლოტს, რომელიც გამზადებულია საექსპორტოდ ან ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ. საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მძაფრი კონკურენციის პირობებში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ქართული ღვინის ხარისხი. სახელმწიფო, თავის მხრივ, არ იშურებს ძალისხმევას, რომ გაზარდოს ქართული ღვინის ცნობადობა. მეწარმემ ღვინის ხარისხზე ზრუნვა უნდა დაიწყოს ვენახიდან; შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოყვანილი ყურძნის ხარისხი“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ. საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ.
1768903492
ბიზნესოპერატორი განმარტავს, რომ ეტიკეტზე შესაბამისი მინიშნებით, პროდუქციაში 30%-მდე ბარდის არსებოვბას კანონი არ კრძალავს. ბარდა ეკოლოგიურადს სუფთა და ვარგისია. დარღვევა ეხება მხოლოდ დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოებას. ყავის მარცვალში შერეული ბარდის მარცვალი ზედამხედველისთვის მიკვლევადი უნდა იყო. მწარმოებელი ვალდებულია იქონიოს საბუთი, რომლითაც იდენტიფიცირდება მიმწოდებელი ან კომპანია, სადაც არის ბარდა შეძენილი. სეს-მ ბიზნესოპერატორი 1 000 ლარით დააჯარიმა. "ტრეიდერის"დირექტორის გიორგი ზირაქაშვილის ინფორმაციით, სააგენტოს რეკომენდახცია გათვალისწინებულია და ელოდება სეს-ის გადამოწმებას, რომ საქმიანობა განაახლოს.
1768902492
"ბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო დონალდ ტრამპ, ის, რაც თქვენ სირიაში მიაღწიეთ, წარმოუდგენელია, დავოსში ჩემს მედია ჩართულობას გამოვიყენებ, რათა წარმოვაჩინო თქვენ მიერ გაწეული სამუშაო ღაზასა და უკრაინაში. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, ვიპოვო წინსვლის გზა გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით. მოუთმენლად ველი თქვენს ნახვას“, - სწერს ტრამპს რუტე. მანამდე, ტრამპს მაკრონმა მისწერა „მეგობარო, სირიის შესახებ ერთ აზრზე ვართ. ირანთან დაკავშირებით დიდი საქმეების გაკეთება შეგვიძლია. არ მესმის, რას აკეთებ გრენლანდიასთან დაკავშირებით“.ემანუელ მაკრონი პირად შეტყობინებაში აშშ-ის პრეზიდენტს ხუთშაბათს, პარიზში „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის გამართვას სთავაზობს.„შემიძლია შეხვედრის ფარგლებში უკრაინელები, დანიელები, სირიელები და რუსები მოვიწვიო. მოდი, აშშ-ში გამგზავრებამდე, ხუთშაბათს, პარიზში ვისადილოთ“, - სწერს მაკრონი.ტრამპის ეს პოსტები მოჰყვა ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებას, ხუთშაბათს საღამოს ბრიუსელში საგანგებო სამიტის გამართვის შესახებ. ეს ნაბიჯი განაპირობა აშშ-ის ლიდერის მუქარამ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაზე ახალი ტარიფების დაწესების შესახებ, რაც გრენლანდიის შესყიდვის მოთხოვნას უკავშირდება.Truth Social-ზე აღნიშნული პოსტები მას შემდეგ გამოჩნდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ფრანგულ ღვინოებსა და შამპანურზე 200%-იანი ტარიფის დაწესება დააანონსა.ჯერჯერობით გაურკვეველია, ზუსტად როდის მიიღო მაკრონის და რუტეს შეტყობინებები ტრამპმა.ელისეს სასახლის ცნობით, მაკრონი სამშაბათს დილით დავოსის (შვეიცარია) მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ჩავა, საღამოს კი პარიზში დაბრუნდება. მისი ვიზიტის ოთხშაბათამდე გაგრძელება არ იგეგმება.დეკემბერში საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპას მოუწევს ვლადიმერ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების განახლება, თუ აშშ-ის შუამავლობით უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მცდელობები კრახით დასრულდება.
1768899848
სულხან გვალია LFG-სა და საქართველოს ბანკში პოსტს ტოვებს - მას შაგიძე ა...
1768467003
საქართველოს გავლით გაზის ტრანსპორტირებაზე თურქეთმა და აზერბაიჯანმა გრძ...
1767689165
კრემლი პოლიტიკას ცვლის – აფხაზეთი დამოუკიდებელი, ცხინვალი – რუსეთში
1767859088
„ხელბურთი 2026“ საკოლექციო მონეტა გამოდის
1767966492
2025-ში შრომა TBC-ის მენეჯმენტს აქციებით დაუფასეს
1768304863